პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სასამართლოში პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებულ ანატოლი გიგაურის პროცესი მიმდინარეობს

სასამართლოში პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებულ ანატოლი გიგაურის პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებულ ანატოლი გიგაურის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ. კერძოდ კი, პროკურატურას სამი მოწმე - ორი პატრულ-ინსპექტორი და ერთი გამომძიებელი ჰყავს წარმოდგენილი.
ასევე, პროცესზე გადაისინჯება დაკავებულისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა.
ცნობისთვის, ანატოლი გიგაურს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 მარტი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.