ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებული ანატოლი გიგაური კვლავ პატიმრობაში რჩება

პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებული ანატოლი გიგაური კვლავ პატიმრობაში რჩება

„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებული ანატოლი გიგაური კვლავ პატიმრობაში რჩება.
ეს გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ჯვებე ნაჭყებიამ მიიღო.
დღევანდელ სხდომაზე პატრულ-ინსპექტორებმა და გამომძიებელმა მისცეს ჩვენება. ასევე, გადაისინჯა დაკავებულისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა და ის ძალაში დარჩა.
პროკურორი თამარ იაკობიძე აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის კვლავ ძალაში დარჩენას ითხოვდა, ადვოკატი ლაშა ცუცქირიძე კი აცხადებდა, რომ პატიმრობის გამოყენების საფუძვლები არ არსებობდა.
სიტყვით ისარგებლა ანატოლი გიგაურმა და აღნიშნა: „ჩემს ბრძოლას ბოლომდე მივიყვან, ვერც ეღირსებით, რომ საქართველოდან წავიდე, ბრძოლას ბოლომდე მივიყვან“.
ცნობისთვის, ანატოლი გიგაურს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.