სასამართლოში ანტონ ჩეჩინის დასკვნითი პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ რუსეთის ფედერაციის მოქალაქის, ანტონ ჩეჩინის დასკვნითი სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
დღევანდელ სხდომაზე ერთ-ერთი ადვოკატი იტყვის დასკვნით სიტყვას, რის შემდეგაც საბოლოო სიტყვის უფლებით ისარგებლებს თავად ბრალდებული. არ არის გამორიცხული, მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ განაჩენი დღესვე გამოაცხადოს.
სასამართლო პროცესს გერმანიის საელჩოს წარმომადგენელი ესწრება.
ცნობისთვის, ანტონ ჩეჩინი 2024 წლის 3 დეკემბერს დააკავეს.
მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლოს მე-6 ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვა, ტარებას გულისხმობს და სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 20- წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურორი – მოვიპოვეთ ფარული ჩანაწერი ნია იმნაძესა და მამამისს შორის, განიხილავდნენ, როგორ ჩაიდინა გაბაშვილმა დანაშაული – ნიას მამა ამბობს, რომ არასწორად მოიქცა, თუმცა მამას ეუბნება, რომ სხვანაირად ვერ მოიქცეოდა, თანამედროვე ეპოქაში სხვანაირად ხდება