სასამართლოში ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის საქმეზე დასკვნითი პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული 11 პირის, რომელთა შორისაც არიან ანდრო ჭიჭინაძე და ონისე ცხადაძე, დასკვნითი სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
დღევანდელი სხდომაზე დაცვის მხარე წარმოთქვამს დასკვნით სიტყვას, რომელშიც ყურადღება იქნება გამახვილებული იმაზე, რომ არანაირ ჯგუფურ ქმედებას ადგილი არ ჰქონია და ასევე ბრალდებულების მხრიდან ძალადობრივი ქმედებებისა და მტკიცებულებების არარსებობაზე.
სავარაუდოდ, დღესვე წარმოთქვამენ ბრალდებულები დასკვნით სიტყვებს და დღესვე გახდება ცნობილი მოსამართლე, ნინო გალუსტაშვილი, როდის გამოაცხადებს განაჩენს.
შეგახსენებთ, ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს და 4 – დან 6 წლამდე დანაშაულის აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს