სასამართლომ საპროტესტო აქციაზე დაკავებული 2 პირი სიტყვიერი გაფრთხილების შემდეგ დარბაზიდან გაათავისუფლა, ხოლო ერთს 2300 – ლარიანი ჯარიმა დააკისრა

თბილისის საქალაქო სასამართლოში საპროტესტო აქციაზე დაკავებულების სასამართლო პროცესი გაიმართა.
დაკავებულთა შორის არიან „წიგნების თაროს“ მონაწილეები სანდრო მეტრეველი, ნიკა ბერიძე და ნიკა სვანიძე. ნიკა ბერიძე და ნიკა სვანიძე სიტყვიერი გაფრთხილების საფუძველზე გაათავისუფლეს, ხოლო სანდრო მეტრეველს მოსამართლემ 2300 – ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
„ტროტუარზე ვიმყოფებოდი, როცა გაფრთხილების გარეშე, 10 კაცამდე ჩქარი ნაბიჯებით ჩვენს წინააღმდეგ დაიძრა. მათი მიზანი იყო ვინმეს დაკავება. არაფერი დამიშავებია. პოლიციელებმა წარმოადგინეს ჩვენებები, რომელიც ერთმანეთთან შეუსაბამო იყო. შესაბამისად, მოსამართლემ სასამართლო დარბაზიდან სიტყვიერი გაფრთხილებით გამათავისუფლა“, – განაცხადა ნიკა ბერიძემ.
სანდრო მეტრეველის ადვოკატის ნინო ლომინაძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს დაზიანებები აღენიშნება.
„ჩვენ საგამოძიებო ორგანოსაც მივაწოდეთ ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია. დაკავებისას მასზე ფიზიკური ანგარიშსწორება მოხდა. ედავებიან პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობას და წვრილმან ხულიგნობას“, – განაცხადა ადვოკატმა.

ასევე დაგაინტერესებთ

“მთელი ჩემი ინსტაგრამი, ყველა ჩემი ნაცნობი ან ქვეყანას ტოვებს, ან შოკშია, ან უბრალოდ არ ლაპარაკობს ამაზე. მე არ ვიცი, სად არიან ეს ადამიანები, ვისაც უყვარხართ, როგორც პრეზიდენტი და პატივს გცემენ”

ზურაბ ცეცხლაძე – „ოცნება“ თადარიგს იჭერს, რომ გამოყაროს კუნთმაგარი ბიჭები, ციხით ვერ შეაშინეს და ცემით უნდათ შეაშინონ ხალხი, არ ვაპირებ MMA-ის მებრძოლთან მუშტით ჩხუბს – ქართველიშვილს ვეუბნები: ნახონ, რა დაემართა „მხედრიონს“

ლევან ლორთქიფანიძე – ქმნიან პროფესია „პატრიოტს“, ცეცხლს ნუ ეთამაშებით! – ქართულ ტრადიციაზე ლაპარაკობენ და ქართული ტრადიცია არასდროს ყოფილა ჩაგვრა, რომ ძლიერმა სუსტი გასრისოს, ეს არის ქვის ხანა