მოსამართლემ ზურა დათუნაშვილი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და სიტყვიერი გაფრთხილების შემდეგ დარბაზიდან გაათავისუფლა

„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონი, ზურა დათუნაშვილი სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო, თუმცა მოსამართლე ლელა ბილდენბერგმა მას სიტყვიერი გაფრთხილე გამოუცხადა.
მოსამართლემ დათუნაშვილი როგორც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობაში, ასევე წვრილმან ხულიგნობაში სამართალდამრღვევად ცნო.
მის მიმართ ადმინისტრაციული სახდელის სახით არც ჯარიმა და არც პატიმრობა არ გამოუყენებია.
ზურა დათუნაშვილი სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს. მან სასამართლოს სხდომათა დარბაზში იმ ფიზიკურ დაზიანებებზე ისაუბრა, რომელიც დაკავების მომენტში მიაყენეს.
დღესვე თბილისის საქალაქო სასამართლოში, პარალელურ რეჟიმში ადმინისტრაციული წესით დაკავებული სხვა პირების სასამართლო პროცესებიც მიმდინარეობდა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით ირაკლი ანდრიას შვიდი დღით, ვახო გაგნიძეს თოთხმეტი დღით, საბა ბირკაიას შვიდი დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, მიშიკო ჯანიკაშვილს კი ადმინისტრაციული სახდელის სახით 3 ათასი ლარი განუსაზღვრა.
ფოტო: მირიან მელაძე

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია