სასამართლომ ორ აქტივისტს 5-5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის ორ მონაწილეს სასამართლომ ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლომ აქტივისტებს - ლევან ბუტიკაშვილს და ვერიკო ზამთარაძეს 5-5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა განუსაზღვრა.
მათ შსს შეკრება-მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევას, კერძოდ, გზის გადაკეტვას ედავებოდა.
ოფიციალური ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო 5 დღის განმავლობაში, შეკრება - მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, რუსთაველის გამზირის უკანონოდ გადაკეტვის გამო, აქციის 29 მონაწილე დააკავეს.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.