არქივი2 ნოემბერი, 2025, 21:24
აქტივისტ სერგეი ყანჩელს სასამართლომ 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ აქტივისტი სერგეი ყანჩელი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, მას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.
ყანჩელს შსს შეკრება-მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევას, კერძოდ, გზის გადაკეტვას ედავებოდა.
ოფიციალური ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო 5 დღის განმავლობაში, შეკრება - მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, რუსთაველის გამზირის უკანონოდ გადაკეტვის გამო, აქციის 29 მონაწილე დააკავეს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.