სასამართლომ ლეილა ცომაია ერთი დღით პატიმრობაში გაუშვა

სასამართლომ საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის წევრი, ლეილა ცომაია ერთი დღით პატიმრობაში გაუშვა.
სამოქალაქო აქტივისტს სახელმწიფო ბრალდება რუსთაველზე გზის გადაკეტვას ედავებოდა.
ის, გუშინ, აქციის შემდეგ დააკავეს და დროებითი მოთავსების იზოლატორში შეასახლეს, რის გამოც ლეილა ცომაია, დღეს, დაახლოებით 22:45 საათზე გათავისუფლდება.
ჟურნალისტი და ადამიანის უფლებათა დამცველი მერაბ კოსტავას და ზვიად გამსახურდიას გვერდით იბრძოდა. ლეილა ცომაია 80-იან წლებში უკანონო დაკავებულების გასათავისუფლებლად ხელწერილებს აგროვებდა.
ის, მანამდე 3 ნოემბერს დააკავეს, შემდეგ ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს და სასამართლო დღეს, 6 ნოემბერს ჩაუნიშნეს, თუმცა სასამართლო პროცესამდე რამდენიმე საათით ადრე პოლიციამ აქტივისტი კიდევ ერთხელ დააკავა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს