ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მოსამართლემ მანჩო გიორგობიანი პატიმრობაში გაუშვა

მოსამართლემ მანჩო გიორგობიანი პატიმრობაში გაუშვა

სასამართლომ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე დაკავებული მანჩო გიორგობიანი პატიმრობაში გაუშვა – გადაწყვეტილება მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმ გამოაცხადა.
გიორგობიანის მიმართ პატიმრობის შეფარდებას სხდომაზე სახელმწიფო ბრალდება ითხოვდა.
2 ნოემბერს, გვიან ღამით, სუპერმარკეტ “სპარში” ორ თანამშრომელს ფიზიკურად გაუსწორდნენ. სამართალდამცავებმა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე “ქართული ოცნების” მხარდამჭერი, მანჩო გიორგობიანი დააკავეს.
შსს-ს ცნობით, მანანა გიორგობიანი დაუკავშირდა ჯაკო (ჯანსუღ) ჩარკვიანს, რომელიც ადგილზე თანმხლებ პირებთან ერთად მივიდა, რა დროსაც მათ, სუპერმარკეტის ორი თანამშრომელი ძალის გამოყენებით გაიყვანეს გარე ტერიტორიაზე და ჯგუფურად ფიზიკურად გაუსწორდნენ.
მანჩო გიორგობიანის ორგანიზებით მომხდარი ძალადობის საქმეზე შსს-მ 5 ადამიანი დააკავა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.