არქივი8 მარტი, 2025, 15:52
სასამართლომ “კრაბ კოფის” მეპატრონე გოგოებზე თავდამსხმელს 3 000-ლარიანი გირაო შეუფარდა

სასამართლომ “კრაბ კოფის” მეპატრონე გოგოებზე თავდამსხმელს, 18 წლის ამირან მასპინძელაშვილს აღკვეთი ღონისძიების სახით 3 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ის საპატიმროს თანხის გადახდის შემდეგ დატოვებს.
გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა მიიღო. მან ბრალდებულს დაზარალებულებთან მიახლოება და ქვეყნის დატოვება აუკრძალა.
“კრაბ კოფის” მეპატრონეებს, რომლებიც აქციის მონაწილეებს უსასყიდლოდ უმასპინძლდებიან, თავს 5 მარტს დაესხნენ.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.