არქივი5 მარტი, 2025, 21:06
“კრაბ კოფის” მეპატრონე გოგონებს, რომლებიც მუდმივად უსასყიდლოდ უმასპინძლდებიან აქციის მონაწილეებს, დახვდნენ უბანში და ძალიან არიან ნაცემები”

მოქალაქე მაგდა მამუკაშვილის ინფორმაციით, “კრაბ კოფის” მეპატრონეებს, რომლებიც აქციის მონაწილეებს უმასპინძლდებიან, უბანში დახვდნენ და სცემეს.
“კრაბ კოფის” მეპატრონე გოგონებს, რომლებიც მუდმივად უსასყიდლოდ უმასპინძლდებიან აქციის მონაწილეებს დღემდე, დახვდნენ უბანში და ძალიან არიან ნაცემები”, – წერს ის.
ინფორმაციას ადასტურებს ერთ-ერთი დაზარალებულიც, რომელიც ჯგუფ “დაიტოვეში” წერს:
“მეგობრებო, დღეს “კრაბ კოფი” არ იქნება სამწუხაროდ, მე და ბარბის თავს დაგვესხნენ უბანში, გამოკითხვაზე ვართ ახლა. ბარბის ცხვირი აქვს გატეხილი, მე შედარებით კარგად ვარ”. (მთავარი არხი)
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.