არქივი5 თებერვალი 2025, 22:10
სასამართლომ თბილისი მოლთან სისხლის სამართლით დაკავებულ რვავე პირს საპატიმრო გირაო შეუფარდა

დავით კურტანიძემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა – “თბილისი მოლთან” დაკავებულ 8 პირს მოსამართლემ აღკვეთი ღონისძიების სახით საპატიმრო გირაო შეუფარდა.
ბრალდებულები საპატიმრო დაწესებულებას მას შემდეგ დატოვებენ, რაც გირაოს თანხას გადაიხდიან.
· 5 000-ლარიანი გირაო შემდეგ პირებს შეეფარდათ: გიგი უგულავას, დიმიტრი ბიძინაშვილს, ირაკლი ტაბატაძეს, ირაკლი წიგნაძეს, ალექსანდრე გოგოლაძეს.
· 4 000-ლარიანი გირაო, მხოლოდ და მხოლოდ, ნიკოლოზ ქუმსიშვილს შეეფარდა.
· რაც შეეხება 3 500-ლარიან გირაოს, ვასილ ელიავას და ნიკოლოზ კუტუბიძეს შეეფარდათ.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 თებერვალი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.