„თბილისი მოლთან“ გზის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობაზე დაკავებულებს, გიგი უგულავას და კიდევ შვიდ პირს სასამართლომ გირაო შეუფარდა

„თბილისი მოლთან“ სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობაზე დაკავებულებს, გიგი უგულავას და კიდევ შვიდ პირს საპატიმრო გირაო სხვადასხვა ოდენობით შეეფარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი თანხის გადახდის შემდეგ გათავისუფლდებიან.
უფრო კონკრეტულად, გიგი უგულავას, დიმიტრი ბიძინაშვილს, ირაკლი ტაბატაძეს, ირაკლი წიგნაძეს, ალექსანდრე გოგოლაძეს 5000 ლარიანი გირაო, ნიკოლოზ ქუმსიშვილს 4000-ლარიანი, ვასილ ელიავას, ნიკოლოზ კუტუბიძეს 3500-ლარიანი გირაო შეეფარდათ.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, დავით კურტანიძემ მიიღო და ამით პროკურატურის შუამდგომლობა ცვლილებით დააკმაყოფილა.
დღევანდელ სხდომაზე დაკავებულების – გიგი უგულავას, ვასილ ელიავას, ირაკლი ტაბატაძის, ირაკლი წიგნაძის, დიმიტრი ბიძინაშვილის, ნიკოლოზ კუტუბიძის, ნიკოლოზ ქუმსიშვილის და ალექსანდრე გოგოლაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელეს.
მათ მიმართ პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით 5000-ლარიანი საპატიმრო გირაოს შუამდგომლობდა, დაცვის მხარე კი ბრალდებულების აღკვეთის გარეშე დატოვებას მოითხოვდნენ. იმ შემთხვევაში კი, თუკი სასამართლო მაინც გირაოს გამოყენებას გადაწყვეტდა, ადვოკატები მინიმალურის გამოყენებას ითხოვდნენ.
სიტყვით ისარგებლეს თავად ბრალდებებმაც და აღნიშნეს, რომ მათ არანაირი დანაშაული არ ჩაუდენიათ.
ცნობისთვის, დაკავებულებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლით წარედგინათ, რაც სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობას გულისხმობს.
2 თებერვალს „თბილისი მოლთან” მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სამართალდამცავებმა ჯამში 31 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს, თუმცა, 4 თებერვალს 8 პირს, მათ შორის, ოპოზიციონერ პოლიტიკოს გიგი უგულავას, სისხლის სამართლის კოდექსით გადაუკვალიფიცირდა.
წარდგენილი ბრალდება 2-დან 4- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო