არქივი23 მარტი, 2026, 10:20
სარფში, საფლავის ზედაპირზე, დამარხული ქალი იპოვეს
14
სარფში არსებული საფლავის ზედაპირზე, დამარხული ქალი იპოვეს.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას “აჭარა თაიმსი“ ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა, ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები უკვე ჩატარდა, რის შემდეგაც ცხედარი ამოასვენეს.
მკვლელობა, სავარაუდოდ, გონიოს ტერიტორიაზე მოხდა. მედიის ინფორმაციით, როგორც სავარაუდო ბრალდებული კაცი, ასევე მოკლული ქალი თურქეთის მოქალაქეები არიან.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 მარტი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.