ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სარფში, არსებული საფლავის ზედაპირზე დამარხული ქალის ცხედარი იპოვეს – აჭარა თაიმსი

სარფში სასაფლაოზე, არსებული საფლავის ზედაპირზე დამარხული ქალის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია  აჭარა თაიმსი ადგილობრივებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ცნობით, შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები უკვე ჩატარდა, რის შემდეგაც ცხედარი ამოასვენეს.
"რამდენიმე დღის წინ მოხდა ეს ამბავი, იყვნენ გამომძიებლები, ქალი დამარხული იყო. ადგილზე არავინ მიგვიშვა, მეტი დეტალი არ ვიცი" - უთხრა აჭარა თაიმსს სარფის ადმინისტრაციულ ერთეულში ხელვაჩაურის მერის წარმომადგენელმა.
მათივე ინფორმაციით, მკვლელობა, სავარაუდოდ, გონიოს ტერიტორიაზე მოხდა. აჭარა თაიმსი წერს, რომ როგორც სავარაუდო ბრალდებული კაცი, ასევე მოკლული ქალი თურქეთის მოქალაქეები არიან.
ტაბულა ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს. უწყებიდან პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 მარტი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.