„სარფის“ საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით შემოსულმა ტვირთმა ვეტერინარული კონტროლი ვერ გაიარა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, 19 980 კილოგრამი ქათმის გაყინული პროდუქციით და 1000 კილოგრამი თევზით დატვირთული 2 ავტოსატრანსპორტო საშუალება იქნა შეჩერებული - ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
„ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას, შესაბამისი სპეციალისტების მიერ, აღნიშნული ტვირთის შემოწმების შედეგად, გამოვლინდა არადამაკმაყოფილებელი, ჯანმრთელობისთვის საშიში მახასიათებლების არსებობა, ასევე ტრანსპორტირების პირობების უხეში დარღვევა.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთ პროდუქციაზე დატანილი მარკირება/ნიშანდება შეუსაბამო იყო თანმხლები დოკუმენტების მონაცემებთან.
კანონმდებლობის შესაბამისად, ტვირთი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა“ – ნათქვამია ინფორმაციაში.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.