ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სარაკეტო შეტევა იყო ბაღდადის აეროპორტის მახლობლად, სადაც ამერიკელი სამხედროები იმყოფებიან

სარაკეტო შეტევა იყო ბაღდადის აეროპორტის მახლობლად, სადაც ამერიკელი სამხედროები იმყოფებიან

დღეს, 1 ოქტომბერს დილით, სარაკეტო შეტევა იყო ერაყის დედაქალაქ ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტის მახლობლად, სადაც ამერიკული სამხედრო ბაზა მდებარეობს.
სააგენტო AFP ერაყის უსაფრთხოების სამსახურში თავის წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ბაზას შეუტიეს სამი რაკეტით, რომელთაგან ორი საჰაერო თავდაცვის სისტემამ მოიგერია, ერთი კი ერაყის კონტრტერორისტული ძალების შენობასთან ჩამოვარდა. წყაროების თანახმად, არავინ დაშავებულა.
სარაკეტო შეტევის ფაქტი სააგენტო Reuters-ს დაუდასტურა ორმა ერაყელმა სამხედრომაც. ამასთან, შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, ანონიმურობის დაცვის პირობით, სააგენტოს უთხრა, რომ სამიზნე არ ყოფილა უშუალოდ ბაზა, სადაც ამერიკელი სამხედროები იმყოფებიან.
სარაკეტო შეტევაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია.
ერაყში დისლოცირებულია 2500-მდე ამერიკელი სამხედრო, რომლებიც ადგილობრივ კონტრტერორისტულ ძალებს 2014 წლიდან ეხმარებიან დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლაში.
ბაღდადის მახლობლად და ერაყის დასავლეთში მდებარე ალ-ასადის საავიაციო ბაზაზე მყოფ ამერიკულ კონტინგენტზე სარაკეტო შეტევები გახშირდა 2023 წლის შემოდგომიდან, ისრაელსა და პალესტინელთა რადიკალურ ისლამისტურ დაჯგუფება ჰამასს შორის საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.