ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ირანმა რაკეტები გაუშვა ისრაელისკენ, სადაც საჰაერო განგაში გამოცხადდა

ირანმა რაკეტები გაუშვა ისრაელისკენ, სადაც საჰაერო განგაში გამოცხადდა

1 ოქტომბრის საღამოს საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სირენები ხმას ისმის მთელ ისრაელში, მას შემდეგ, ისრაელის თავდაცვის ძალების ("ცაჰალის") განცხადებით ირანმა ბალისტიკური სარაკეტო შეტევა დაიწყო.

ისრაელის არმიამ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქვეყნის მაცხოვრებლები "ფხიზლად უნდა დარჩნენ და ზუსტად დაიცვან სარდლობის მითითებები."
"ცაჰალი აკეთებს და ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ დაიცვას ისრაელის სახელმწიფოს სამოქალაქო მოსახლეობა", - ნათქვამია განცხადებაში.
მსოფლიოს წამყვანი მედია: Reuters-ი, BBC-ი, CNN-ი და AP-ი იუწყებიან თეირანის მხრიდან ისრაელზე სარაკეტო იერიშის შესახებ იმ ფონზე, როდესაც ვაშინგტონმა და ისრაელმა გააფრთხილეს თეირანი „სერიოზული შედეგის“ შესახებ.
ისრაელმა 1 ოქტომბერს, დილით, სახმელეთო ოპერაცია დაიწყო სამხრეთ ლიბანში, მიუხედავად შეერთებული შტატების წინააღმდეგობისა და საერთაშორისო შეშფოთებისა კონფლიქტის კიდევ უფრო გაფართოებაზე ახლო აღმოსავლეთის მასშტაბით მას მერე, რაც ისრაელმა 1 ოქტომბერს, დილით, სახმელეთო ოპერაცია დაიწყო სამხრეთ ლიბანში, მიუხედავად შეერთებული შტატების წინააღმდეგობისა და საერთაშორისო შეშფოთებისა კონფლიქტის კიდევ უფრო გაფართოებაზე ახლო აღმოსავლეთის მასშტაბით.
მანამდე 14 აპრილს ირანიდან გაშვებული უპილოტო საფრენი აპარატები და რაკეტები ისრაელის საჰაერო სივრცეში შევიდნენ.

მაშინ ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემამ საჰაერო აპარატები, კერძოდ, იერუსალიმის თავზე ჩამოაგდო.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.