არქივი16 დეკემბერი, 2025, 22:23
საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები ორბელიანების სასახლესთან მივიდნენ

საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები ორბელიანების სასახლესთან მივიდნენ.
მსვლელობის მონაწილეებმა 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაპატიმრებული ადამიანების გათავისუფლება მოითხოვეს.
ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები.
მანამდე მსვლელობის მონაწილეები სასტუმრო “პარაგრაფთანაც” შეჩერდნენ, სადაც ე.წ. არაბული ინვესტიცია გააპროტესტეს.
როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, საბოლოოდ საკანონმდებლო ორგანოსთან დაბრუნდებიან.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.