საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები პარლამენტთან დაბრუნდნენ

საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები პარლამენტთან დაბრუნდნენ. აქციის მონაწილეთა ნაწილმა მარშით რამდენიმე ქუჩა შემოიარა, ნაწილი კი პარლამენტთან დარჩა და ადგილზე გააგრძელა პროტესტი.
მსვლელობის პერიოდში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რაც იმან გამოიწვია, რომ სამართალდამცველები მარშის მონაწილეებს გზის სავალ ნაწილზე სიარულის საშუალებას ვიწრო ჩიხებშიც არ აძლევდნენ. ისინი დემონსტრანტებს ტროტუარზე გადასვლისკენ მოუწოდებდნენ.
ამ დროისთვის საპროტესტო აქცია ისევ პარლამენტთან გრძელდება.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი: თქვენ ამბობთ, რომ ბადრი პატარკაციშვილი არ იყო პოლიტიკური ფიგურა, შეგახსენებთ 2007 წელს მის მიერ გაკეთებულ განცხადებას “ყველაფერს ვიღონებ, სააკაშვილის ფაშიზმის დასამხობად!” არის თუ არა ეს პოლიტიკური განცხადება?