არქივი24 ნოემბერი, 2025, 23:10
საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე დაბრუნდნენ

საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე დაბრუნდნენ. უწყვეტი პროტესტის 362-ე დღეს მსვლელობა პარლამენტიდან თავისუფლების მოედნამდე მოეწყო.
თავისუფლების მოედნის მიმდებარედ გზის სავალ ნაწილზე გადასვლის გამო პოლიციამ მავლელობის რამდენიმე მონაწილე დააკავა, რის შემდეგად მოქალაქეები პარლამენტთან დაბრუნდნენ.
ამ წუთებში საკანონმდებლო ორგანოსთან პროტესტი გრძელდება.
ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები. ისინი დემონსტრანტებს უფლებას არ აძლევენ გადავიდნენ გზის სავალ ნაწილზე.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.