საპროკურორო საბჭოს სხდომაზე გენერალური პროკურორობის კანდიდატების შერჩევის წესი დადგინდა

საპროკურორო საბჭოს მიერ დღეს გამართულ მორიგ სხდომაზე საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატების შერჩევის წესი დადგინდა.
საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, საპროკურორო საბჭო გენერალური პროკურორობის კანდიდატებად წარმოდგენილ ყველა პირთან ინდივიდუალურ გასაუბრებას ჩაატარებს.
„გასაუბრების პროცესი ,,ლაივ სტრიმით“ გადაიცემა.
გასაუბრების დასრულების შემდგომ, საპროკურორო საბჭო, შერჩევის პროცესში მონაწილე ყველა პირს ფარული წესით უყრის კენჭს და პროფესიონალიზმის, კვალიფიკაციის, გამოცდილების და მორალური ღირებულებების გათვალისწინებით, შეარჩევს გენერალური პროკურორობის არანაკლებ 3 კანდიდატს, რომელთა ერთი მესამედი მაინც განსხვავებული სქესის უნდა იყოს.
კონსულტაციები და გენერალური პროკურორობის კანდიდატების წარდგენა 2024 წლის 27 ივნისის ჩათვლით გრძელდება”, – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ