ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საპროკურორო საბჭო არის უფლებამოსილი, პარლამენტს გენერალური პროკურორის კანდიდატები წარუდგინოს – მე განაცხადი არ შემიტანია, ეს საკითხი არ დგას დღის წესრიგში

საპროკურორო საბჭო არის უფლებამოსილი, პარლამენტს გენერალური პროკურორის კანდიდატები წარუდგინოს – მე განაცხადი არ შემიტანია, ეს საკითხი არ დგას დღის წესრიგში
საპროკურორო საბჭო არის უფლებამოსილი, რომ პარლამენტს კანდიდატები წარუდგინოს. მე განაცხადი არ შემიტანია, – ეს საკითხი არ დგას დღის წესრიგში, აქედან გამომდინარე, ყველა ერთად დაველოდებით კანდიდატების წარმოდგენას, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც გამოეხმაურა დღეს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც გენერალური პროკურორის თანამდებობაზე მისი კანდიდატურა განიხილება.
ანრი ოხანაშვილის თქმით, საპროკურორო საბჭოს გადასაწყვეტია, ვის წარადგენს კანდიდატებად.
„ეს ჩვენს კომპეტენციაში არ არის ვისაუბროთ იმაზე, რაც უნდა გადაწყვიტოს საპროკურორო საბჭომ. საპროკურორო საბჭოს გადასაწყვეტია, ვის წარმოგვიდგეს. როდესაც წარმოგვიდგენს, იქ ნახავთ ვინ იქნება წარმოდგენილი. ვისაუბრო იმაზე, რაც ჩვენი კომპეტენცია არ არის არ იქნება სწორი. საპროკურორო საბჭო არავის სთავაზობს თანამდებობებს. ამას ელემენტარული ჩახედვა სჭირდება კანონმდებლობაში,” – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
Next: ვერც კი წარმოიდგენთ, როგორ ელოდება ქართული საზოგადოება ქართველი ზელენსკის გამოჩენას, ვიმედოვნებ, ეს ძალიან მალე მოხდება

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.