საპრეზიდენტო არჩევნები ამერიკაში – როგორია დონალდ ტრამპის გზავნილები და კიდევ ვინ იბრძოლებს თეთრი სახლისთვის

აიოვაში ტრიუმფის და რესპუბლიკელთა ყრილობაზე ნომინაციისთვის, პირველი 20 დელეგატის მოპოვების შემდეგ, ცხადი გახდა, თუ რა გზავნილს შეინარჩუნებს , მისი წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში. დაუცველი საზღვარი და მიგრანტები, რაც ტრამპის ბევრ ამომრჩეველს უფრო მეტად აშფოთებს, ვიდრე ეკონომიკური პრობლემები. ეს თემა, კიდევ ერთხელ უმწვავესი ფორმით მიაწოდა ტრამპმა ამომრჩევლებს, აიოვაში მოგების შემდეგ.
მიუხედავად იმისა, რომ ამერიკაში ტერორისტების მასობრივად შესვლის მტკიცებულებები არ არსებობს, ტრამპის მომხრეებს მათი რჩეულის სიტყვების სჯერათ.
განსაკუთრებული სტატუსის მიუხედავად, იყოს საარჩევნო მარათონის მოწინავე შტატი, აიოვას შედეგებს, როგორც წესი, გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს და ყველაფერი იმაზეა დამოკიდებულია, რა შედეგებს დადებენ კანდიდატები უმეტეს შტატებში. ასე იყო 2016 წელსაც, როდესაც ტრამპს აიოვაში ტედ კრუზმა გაუსწრო. ამის მიუხედავად, აიოვას მოგება ახლა ტრამპისთვის უმნიშვნელოვანესია. ის პარტიის მის გარშემო გაერთიანებას ახდენს, იმის მიუხედავად, რომ ტრამპის კამპანია, სასამართლო პროცესების კასკადის და 91 მუხლით ბრალდებების ფონზე მიმდინარეობს. აიოვაში გამარჯვება კიდევ უფრო აჩენს აზრთა სხვადასხვაობას, 2021 წლის 6 იანვრის მოვლენებზეც.
აიოვაში გამარჯვების შემდეგ, ნაკლებად რეიტინგულმა კანდიდატმა, ვივეკ რამასვამიმ კანდიდატურა უკვე მოხსნა და ტრამპის კეთილგანწყობაც დაიმსახურა. მის კონკურენტ ნიკი ჰეილის კი, მიუხედავად იმისა, რომ მესამე ადგილზეა, ნიუ ჰემპშირში შანსები აქვს და მოსახლეობასთან შეხვედრებზე, მას მწვავედ აკრიტიკებს ექსპრეზიდენტი.
დონალდ ტრამპის აიოვაში მოგება უპრეცედენტო კიდევ იმიტომ იყო, რომ კანდიდატები, რომლებმაც მეორე ვადა წააგეს, როგორც წესი, წარმატებულ კამპანიას, ვეღარ მართავენ. აიოვას კენჭისყრის შემდეგ ხაზს უსვამენ, რომ დღევანდელი რესპუბლიკური პარტია ტრამპის პარტიაა. თუმცა მისივე საკუთარი პარტიის მესამედი თვლის, რომ ბრალდებების დამტკიცების შემთხვევაში, ის პრეზიდენტობისთვის შესაფერისი კანდიდატი ვეღარ იქნება.

ასევე დაგაინტერესებთ

ეს ყველაფერი საბაბია, ერთს ლაპარაკობენ და მიზანი სხვაა – მიმდინარეობს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, ვაფრთხილებ ქართველობას, ფრთხილად იყვნენ, ვინც არ იცის წარსული, მან არ შეიძლება იცოდეს მომავალი

ლომჯარია მაყუთს აკეთებს, რატი ამაღლობელი წინ და უკან დაგატარებთ, ვაშაძე მიტინგიდან იპარება, თქვენ კი პერიოდულად წიწაკის სპრეის ისუნთქავთ და წყლის ჭავლით სველდებით, რისთვის? არ დაიჯეროთ, რომ ვინმე კანონის წინააღმდეგ იბრძვის