ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საპოლიციო ძალებმა ჭიჭინაძის ქუჩაც დატოვეს - აქციის მონაწილეების მცირე ნაწილი და სამართალდამცველები მხოლოდ პარლამენტის წინ რჩებიან

საპოლიციო ძალებმა ჭიჭინაძის ქუჩაც დატოვეს.
აქციის მონაწილეები მსვლელობას მართავდნენ და სკანდირებენ: “არა რუსულ კანონს”, არა რუსეთს - კი ევროპას”.
მომიტინგეებმა პოლიცია შეძახილებით გააცილეს. ისინი სკანდირებდნენ: “მონებო”.
ამ დროისთვის, აქციის ძირითადი ნაწილი დასრულებულია. აქციის მონაწილეების მცირე რაოდენობა და სამართალდამცველები მხოლოდ პარლამენტის წინ რჩებიან.
შეგახსენებთ, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის წინააღმდეგ აქცია 19:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე დაიწყო, მოგვიანებით მომიტინგეებმა მსვლელობით გადაინაცვლეს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე. ადგილზე აქციის მიმდინარეობისას რამდენჯერმე დაიძაბა ვითარება პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის, პოლიციამ სპეციალური საშუალება გამოიყენა. ადგილზე მობილიზებული იყო სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.