არქივი29 აპრილი, 2024, 04:38
პარლამენტთან ჭიჭინაძის ქუჩაზე დაპირისპირება იყო - აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენეს
პარლამენტთან ჭიჭინაძის ქუჩაზე დაპირისპირებაა. სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენა.
ამასთან, აქციის მონაწილეებმა სპეცრაზმის მიმართულებით გაურკვეველი საგნები ისროლეს.
აქციის მონაწილეები სკანდირებენ: „რუსებო, მონებო!“.
ჭიჭინაძის ქუჩაზე დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც უცნობი პირი ავტომობილით შეიჭრა და [პოლიციის კორდონის გარღვევას ცდილობდა. პოლიციის თანამშრომლებმა ის ავტომობილიდან გადმოიყვანეს და ტერიტორიას განარიდეს. აქციაზე პერიოდულად არის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.