ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საპოლიციო ძალებმა მომიტინგეები რუსთაველის გამზირის მიმართულებით გაიყვანეს, აქციის ტერიტორია კი სრულად სპეცრაზმს უკავია

საპოლიციო ძალებმა მომიტინგეები რუსთაველის გამზირის მიმართულებით გაიყვანეს, აქციის ტერიტორია კი სრულად სპეცრაზმს უკავია

თსუ-ს პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორია ამ დროისთვის სრულად სამართალდამცავებს უკავიათ. საპოლიციო ძალები, მათ შორის სპეცრაზმი განთავსებულია, როგორც ჭავჭავაძის გამზირის დასაწყისში, ისე ვარაზისხევზე, კეკელიძის ქუჩასა და მელიქიშვილის გამზირზე.
ტერიტორია, სადაც 2 დღის განმავლობაში საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა და კარვები იყო გაშლილი, ამ დროისთვის სრულად გაწმენდილია - სამართალდამცავებმა მომიტინგეები რუსთაველის გამზირის მიმართულებით გაიყვანეს, კარვები კი დაშალეს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.