საპოლიციო ძალებმა მომიტინგეები მელიქიშვილის გამზირის მიმართულებით გაიყვანეს, აქციის ტერიტორია კი სრულად სპეცრაზმს უკავია

თსუ-ს პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორია ამ დროისთვის სრულად სამართალდამცავებს უკავიათ. საპოლიციო ძალები, მათ შორის სპეცრაზმი განთავსებულია, როგორც ჭავჭავაძის გამზირის დასაწყისში, ისე ვარაზისხევზე, კეკელიძის ქუჩასა და მელიქიშვილის გამზირზე.
ტერიტორია, სადაც 2 დღის განმავლობაში საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა და კარვები იყო გაშლილი, ამ დროისთვის სრულად გაწმენდილია – სამართალდამცავებმა მომიტინგეები მელიქიშვილის გამზირის მიმართულებით გაიყვანეს, კარვები კი დაშალეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ანდრია ჯაღმაიძე: სამწუხაროა, რომ ასეთი ანგარიში შევიდა რეზოლუციაში – ამის დიაგნოზია ის, რომ თავიანთი უნიათობით, არასწორი პოლიტიკით ეკლესიისადმი მივიდნენ ამ მდგომარეობამდე, რომ საქართველოში ანტიევროპული განწყობები მატულობს