ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საპოლიციო ძალები დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლს პერიოდულად იყენებს, აქციის მონაწილეები კი პოლიციის წინააღმდეგ პიროტექნიკას ისვრის

საპოლიციო ძალები დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლს პერიოდულად იყენებს, აქციის მონაწილეები კი პოლიციის წინააღმდეგ პიროტექნიკას ისვრის

სამართალდამცველები პარლამენტის წინ, დემონსტრანტების წინააღმდეგ პერიოდულად წყლის ჭავლს იყენებენ, თავად აქციის მონაწილეები კი პოლიციის წინააღმდეგ პიროტექნიკას ისვრის.
როგორც "ინტერპრესნიუსის" ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, პოლიცია წყლის ჭავლს, აქციის მონაწილეების წინააღმდეგ პერიოდულად, პარლამენტის წინ, ორივე მხრიდან იყენებს.
დემონსტრანტები სკანდირებენ: "მონებო, მონებო". ისინი სამართალდამცველებს მოუწოდებენ, არ გამოიყენონ ძალა მოქალაქეების წინააღმდეგ.
ამასთან, აქციის მონაწილეები საკანონმდებლო ორგანოს ანათებენ ლაზერებს და ისვრიან სხვადასხვა საგნებს.
შეკრებილებს გაშლილი აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები.
ცნობისთვის, აქციის მონაწილეები აპროტესტებენ "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, საქართველო 2028 წლამდე, ევროკავშირში წევრობაზე მოლაპარაკებების საკითხს აჩერებს. უკვე მე-4 დღეა, მოქალაქეები "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. აქციები იმართება როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში.
წყარო: ინტერპრესნიუსი

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.