საპოლიციო ძალები დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლს პერიოდულად იყენებს, აქციის მონაწილეები კი პოლიციის წინააღმდეგ პიროტექნიკას ისვრიან

სამართალდამცველები პარლამენტის წინ, დემონსტრანტების წინააღმდეგ პერიოდულად წყლის ჭავლს იყენებენ, თავად აქციის მონაწილეები კი პოლიციის წინააღმდეგ პიროტექნიკას ისვრის.
როგორც “ინტერპრესნიუსის” ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, პოლიცია წყლის ჭავლს, აქციის მონაწილეების წინააღმდეგ პერიოდულად, პარლამენტის წინ, ორივე მხრიდან იყენებს და პარლამენტის წინა პერიმეტრს ამ გზით ასუფთავებს.
დემონსტრანტები სკანდირებენ: “მონებო, მონებო”. ისინი სამართალდამცველებს მოუწოდებენ, არ გამოიყენონ ძალა მოქალაქეების წინააღმდეგ.
ამასთან, აქციის მონაწილეები საკანონმდებლო ორგანოს ანათებენ ლაზერებს და ისვრიან სხვადასხვა საგნებს.
შეკრებილებს გაშლილი აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები.
ცნობისთვის, აქციის მონაწილეები აპროტესტებენ “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, საქართველო 2028 წლამდე, ევროკავშირში წევრობაზე მოლაპარაკებების საკითხს აჩერებს. უკვე მე-4 დღეა, მოქალაქეები “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. აქციები იმართება როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი მედვედევი – ცნობილია, თუ რად იქცა ჰალსტუხების მღეჭავი ყოფილი ქართველი მეფუკა და როგორ მოექცნენ მისი პატრონები – კიეველი სისხლისმღვრელი ჯამბაზიც თავისი უბადრუკი „კარიერის“ დასასრულისკენ მიიწევს

ხატია დეკანოიძე – მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რამხელა საფრთხე შეიძლება იყოს, თუ ირანის ფინანსური ინსტიტუტები რაიმე სახით აძლიერებს ივანიშვილის ანტიეროვნული ხელისუფლების ფინანსურ სტაბილურობას