საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მილიარდ ლარს გადააჭარბა — რამდენმა ისარგებლა დაგროვებითი პენსიით?

2026 წლის სექტემბერში საქართველოს საპენსიო ფონდის ჯამურმა აქტივებმა 10 მილიარდ ლარს გადააჭარბა. ამის შესახებ საპენსიო ფონდი იტყობინება.
ფონდის ცნობით, 10 მილიარდიდან 7 მილიარდი ლარი მონაწილეების, დამსაქმებლებისა და სახელმწიფოს კონტრიბუციებია, 3 მილიარდი ლარი კი ფონდის საინვესტიციო მოგება.
აღსანიშნავია, რომ 2026 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 769 ათასი ადამიანია. დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 35,793-მა პირმა, მათზე პენსიის სახით გაიცა 185,189,254.01 ლარი.
“2026 წლის აგვისტოში საპენსიო ფონდის პორტფელების შედეგებს ხელი შეუწყო საერთაშორისო აქციების ბაზრების აღდგენამ და ადგილობრივი ფიქსირებული შემოსავლის ინსტრუმენტების პოზიტიურმა წვლილმა. ივლისის კორექციის შემდეგ, ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული კაპიტალური დანახარჯების მდგრადობის მიმართ ნდობის გაუმჯობესებამ საერთაშორისო აქციების ბაზრები გაზარდა, განსაკუთრებით ძლიერი შედეგები კი აზია-წყნარი ოკეანის რეგიონსა და სამხრეთ კორეაში დაფიქსირდა. ამავდროულად, ლარის აშშ დოლართან მიმართებით დაახლოებით 0.54%-იანმა გამყარებამ ნაწილობრივ შეამცირა უცხოურ ვალუტაში დენომინირებული აქტივებიდან მიღებული შემოსავლები”, — იტყობინება საპენსიო ფონდი.
ცნობისთვის, საპენსიო ფონდი 2019 წლის 1-ლი იანვრიდან ფუნქციონირებს. არსებობის მანძილზე, კუმულაციურმა ნომინალურმა ამონაგებმა 113.8% შეადგინა, ხოლო ინფლაციის გათვალისწინებით რეალურმა ამონაგებმა 40.5%-ს მიაღწია. გაწლიურებული მაჩვენებლები, შესაბამისად, 10.4% და 4.5%-ია. რეალური ამონაგებით (ინფლაციის გათვალისწინებით). ამ მაჩვენებლით, საქართველოს საპენსიო ფონდი OECD-ის ქვეყნებს შორის მე-4 ადგილზეა.
საქართველოს საპენსიო ფონდი სამ განსხვავებული რისკიანობის პორტფელს მართავს, რომელთა არჩევაც, მონაწილეს სურვილისამებრ შეუძლია. დაბალანსებული (საშუალორისკიანი) და დინამიკური (მაღალრისკიანი) პორტფელები 2023 წლის აგვისტოში შეიქმნა. მათი შექმნის დღიდან 2026 წლის აგვისტოს ჩათვლით სამივე პორტფელის მომგებიანობა საკმაოდ მაღალია: