ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ევროკომისია უკრაინისთვის შეიარაღების შესაძენად დამატებით 6.1 მილიარდ ევროს გამოყოფს

ევროკომისია უკრაინისთვის შეიარაღების შესაძენად დამატებით 6.1 მილიარდ ევროს გამოყოფს

ევროკომისია უკრაინისთვის შეიარაღების შესაძენად დამატებით 6.1 მილიარდ ევროს გამოყოფს, - ინფორმაციას ევროკომისიის პრესსამსახური ავრცელებს.

ევროკომისიამ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის ფარგლებში, დამატებით 6.1 მილიარდი ევროს გამოყოფა დაამტკიცა, რომლითაც უკრაინა Patriot-ის სისტემებისთვის PAC-3-ის ტიპის რაკეტებს, საჰაერო თავდაცვის სისტემებს, საბრძოლო მასალას, დრონებსა და რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებს შეიძენს.

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, უკრაინა Patriot-ის სისტემების აღჭურვილობის შეძენას შეძლებს, რათა რუსეთის თავდასხმებისგან თავი უკეთ დაიცვას.

„დღეს ჩვენ დავამტკიცეთ 6.1 მილიარდი ევროს გამოყოფა, რათა უკრაინას თავდაცვის სხვადასხვა საშუალების შეძენაში დავეხმაროთ. ჩვენს წევრ სახელმწიფოებთან და ნატო-სთან ერთად, უკრაინის მხარდაჭერის უზრუნველყოფასა და ევროპის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას გავაგრძელებთ“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 სექტემბერი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.