არქივი17 მარტი, 2026, 23:33
საპატრიარქოში ხელისუფლების წარმომადგენლები იკრიბებიან

საპატრიარქოში ხელისუფლების წარმომადგენლები იკრიბებიან საპატრიარქოში მივიდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი. მათთან ერთად ადგილზე მთავრობის სხვა წევრებიც იკრიბებიან.
საპატრიარქოში სინოდის წევრებიც მივიდნენ, სადაც პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებულ საორგანიზაციო საკითხებზე სათათბიროდ შეიკრიბებიან.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ოფიციალური განცხადება კავკასიის მედიცინის ცენტრში მეუფე შიომ გააკეთა.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 მარტი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.