არქივი18 მარტი, 2026, 19:02
სამების საკათედრო ტაძარში აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები მივიდნენ

სამების საკათედრო ტაძარში აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები მივიდნენ.
- ამ დროისთვის, სამების საკათედრო ტაძარში პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, მიხეილ ყაველაშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე და მინისტრთა კაბინეტის წევრები იმყოფებიან.
პატრიარქს კვირას, სიონის ტაძარში დაკრძალავენ.
ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 მარტი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.