საპატრიარქოში ბრიფინგი ჩაინიშნა

8
საპატრიარქოში 18:00 საათზე ბრიფინგი ჩაინიშნა. წინასწარი ინფორმაციით, განცხადებას საზოაგდოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, მამა ანდრია ჯაღმაიძე გააკეთებს. რას შეეხება ბრიფინგი, მედიისთვის უცნობია.
შეგახსენებთ, რომ პირველად ნახევარი საუკუნის შემდეგ ეკლესია ახალი პატრიარქის არჩევისთვის ემზადება. ისტორიული კრების დაწყებამდე 26 საათია დარჩენილი. ვინ გახდება ახალი კათოლიკოს პატრიარქი, ამას სინოდი ხვალ ხმათა უმრავლესობით გადაწყვეტს. ეკლესიის ახალ მმართველს 20 ხმა სჭირდება.