ასეთი ე.წ. მამაოები გამოდიან მეუფე შიოს წინააღმდეგ

აი ასეთი ე.წ. მამაოები გამოდიან მეუფე შიოს წინააღმდეგ. რომლებიც მთელი მათი “მსახურების” მანძილზე ლახავდნენ და ლახავენ ქართული ეკლესიის სახელს, – წერს გიორგი გამსახურდია და 2021 წლის 5 ივლისს განვითარებული მოვლენების დროს, სასულიერო პირის, სპირიდონ ცქიფურიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას აქვეყნებს, რომელიც შეკრებილებს ძალადობისკენ მოუწოდებს.

მისი თქმით, სპირიდონ ცქიფურიშვილმა ვერ მოიპოვა ფინანსები ვერც საპატრიარქოში და ვერც “ქართულ ოცნებაში”, შედეგად, რუსეთუმეებს მიეკედლა, ხოლო ახლა, “ნაცმოძრაობის” მედია აპიარებს მას.

“სპირიდონ ცქიფურიშვილი, რომელმაც ვერ მოიპოვა ფინანსები, ერთ-ერთ ეპარქიაში,მერე საპატრიარქოში და ვერც ქართულ ოცნებაში, ჯერ ჩვენ ზოგიერთ გამყიდველს, მერე ალტ-ინფოს და სხვა რუსეთუმეებს მიეკედლა. ახლა კიდევ, ჰოი საოცრებავ, ჩვენი ე.წ. პრო-დასავლური და სინამდვილეში რუსების მოთრეული ნაცების მედიაარხები აპიარებენ მას. უსმინეთ ეს ნაძირალა რას იძახის, ამის მოწოდების მერე დაიწყო ძალადობრივი აქცია, რომელმაც ქვეყანას, უდიდესი ზიანი მიაყენა,” – წერს გიორგი გამსახურდია.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა