ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საპარლამენტო დელეგაცია ბრიუსელში ვიზიტით იმყოფება - პარლამენტის თავმჯდომარის მონაწილეობით ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება

საპარლამენტო დელეგაცია ბრიუსელში ვიზიტით იმყოფება.
პარლამენტის თავმჯდომარის მონაწილეობით ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება, ასევე ნატო-ში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები. დელეგაციის შემადგენლობაში, თავდაცვის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეებიც არიან.
"ქართული დელეგაციის მხრიდან მთავარი სასაუბრო იქნება რეგიონული უსაფრთხოების გარემო, ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება, ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი, პროგრესი და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მნიშვნელობა, ასევე, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების გადაუდებელი საჭიროება,"- აცხადებს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია.

არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.