ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საპარლამენტო არჩევნებამდე 7 თვეა დარჩენილი და სასურველი სურათია რაც დღეს გვაქვს – ამ სურათით ჩვენ ვიღებთ საკონსტიტუციო უმრავლესობას

საპარლამენტო არჩევნებამდე 7 თვეა დარჩენილი და სასურველი სურათია რაც დღეს გვაქვს – ამ სურათით ჩვენ ვიღებთ საკონსტიტუციო უმრავლესობას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერის თქმით, ნაციონალური მოძრაობა 15%-მდე ჩამოვიდა, სხვა პარტიები ვერ ახერხებენ ბარიერის გადალახვას.
„ნაციონალური მოძრაობა 15%-მდე ჩამოვიდა. მანამდე 18% ჰქონდათ და ახლა 15%-ს ჩამოცდა. სხვა პარტიები ვერ ახერხებენ ბარიერის გადალახვას. ეს არის დღევანდელი მდგომარეობა და მე მგონია, რომ ამ მდგომარეობით მივალთ შემდეგ საპარლამენტო არჩევნებამდე. 7 თვეა დარჩენილი და სასურველი სურათია რაც დღეს გვაქვს – ამ სურათით ჩვენ ვიღებთ საკონსტიტუციო უმრავლესობას“, – განაცხადა პრემიერმა.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.