ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ირაკლი კობახიძე - 7 თვეა დარჩენილი არჩევებამდე და რა თქმა უნდა, სასურველი სურათია ის, რაც დღეს გვაქვს - ამ სურათით ჩვენ ვიღებთ საკონსტიტუციო უმრავლესობას

7 თვეა დარჩენილი არჩევებამდე და რა თქმა უნდა, სასურველი სურათია ის, რაც დღეს გვაქვს. ამ სურათით ჩვენ ვიღებთ საკონსტიტუციო უმრავლესობას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მან უპასუხა შეკითხვას, „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის ინიციატივაზე, რომელიც ოპოზიციურ პარტიებთან თანამშრომლობას გულისხმობს.
„დღევანდელი მოცემულობა რა არის - „ნაცმოძრაობა“ 15%-მდე ჩამოვიდა, მანამდე 18% ჰქონდა და ახლა 15%-ს ჩამოსცდა, სხვა პარტიები ვერ ახერხებენ ბარიერის გადალახვას. ეს არის დღევანდელი მდგომარეობა და მე მგონია, რომ დაახლოებით ამ მდგომარეობით მივალთ შემდეგ საპარლამენტო არჩევნებამდე, 7 თვეა დარჩენილი და რა თქმა უნდა, სასურველი სურათია ის, რაც დღეს გვაქვს. ამ სურათით ჩვენ ვიღებთ საკონსტიტუციო უმრავლესობას“, - განაცხადა კობახიძემ.
გარდა ამისა, მან უპასუხა შეკითხვას, რომლის თანახმად, „ევრონესტზე“ „ქართული ოცნების“ მიერ შემუშავებულ რეზოლუციის პროექტის ინიცირებას ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა
„უკვე ორი წელია ეს ადამიანები კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ ლობირებენ, აქედან გამომდინარე, არავის გვიკვირს, რომ ეს ანტილობიზმი გრძელდება. რა თქმა უნდა, ოპოზიციის ინტერესებშია, რომ ქვეყანას არ ჰქონდეს წინსვლა ინტეგრაციის მიმართულებით და ამიტომ არის ასეთი ნაბიჯები გადადგმული მათი მხრიდან. ეს არის, უბრალო, ამ ყველაფრის ერთი, მორიგი გამოხატულება“, - განაცხადა კობახიძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.