“საოცრება იყო განცხადება, მერიამ გადაუხადოს ფული პაატა ბურჭულაძეს სტადიონის დაქირავებისთვის – მე გადავიხდი, მზად ვარ, ოღონდ არა „დინამოს“, არამედ რამე მინი სტადიონს ავიღებ”

საოცრება იყო განცხადება, რომ მერიამ გადაუხადოს ფული პაატა ბურჭულაძეს იმისთვის, რომ დაიქირაოს სტადიონი – მე გადავიხდი, მზად ვარ, ოღონდ არა „დინამოს”, არამედ რამე მინი სტადიონს ავიღებ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, „დინამო არენა“ კერძო საკუთრებაშია გადაცემული და მერია ღონისძიების ორგანიზებასთან კავშირში არაა.

„აბსოლუტურად გაუგებარია. „დინამო არენა“ არის საკუთრებაში გადაცემული და მერია რა შუაშია ღონისძიების ორგანიზებასთან?! შემდეგი განცხადება კიდევ უფრო მეტად საოცრება იყო, რომ მერიამ გადაუხადოს ფული პაატა ბურჭულაძეს იმისთვის, რომ დაიქირაოს სტადიონი. მე გადავიხდი, მზად ვარ, ოღონდ არა „დინამოს”, არამედ რაიმე პატარა, მინი სტადიონს ავიღებ. ამისთვის მზად ვარ,” – განაცხადა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნატო ჩხეიძე: ადრეც უქიათ ბ- ნი ბიძინა ქართული ოცნების წევრებს, ერთადაც და ცალ/ცალკეც, სულ ბოლოს ქ- ნი ვიცე/პრემიერის ქებათაქება მახსენდება, მაგრამ საგანგებო ბრიფინგი და ტრიბუნიდან თქმული სულ სხვა ეფექტია