ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კახა კალაძე პაატა ბურჭულაძის მიერ მერიაში განცხადების შეტანას ეხმაურება, რომლითაც ის 4 ოქტომბერს დაგეგმილი ყრილობისთვის ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონის დათმობას ითხოვს

კახა კალაძე პაატა ბურჭულაძის მიერ მერიაში განცხადების შეტანას ეხმაურება, რომლითაც ის 4 ოქტომბერს დაგეგმილი ყრილობისთვის ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონის დათმობას ითხოვს

დედაქალაქის მერი, კახა კალაძე მსოფლიო ბანის, პაატა ბურჭულაძის მიერ მერიაში განცხადების შეტანას ეხმაურება, რომლითაც ის 4 ოქტომბერს დაგეგმილი ყრილობისთვის ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონის დათმობას ითხოვს.
როგორც დედაქალაქის მერი განმარტავს, მისი ინფორმაციით, სტადიონი კერძო საკუთრებას წარმოადგენს და მუნიციპალიტეტის ნებართვა საჭირო არ არის.
„როგორც ვიცი კერძო საკუთრებაა, მუნიციპალიტეტის ნებართვა არაა საჭირო. გავივლი ამ საკითხს“, - აღნიშნა კალაძემ.
ცნობისთვის, დღეს მსოფლიო ბანმა, პაატა ბურჭულაძემ თბილისის მერიაში განცხადება შეიტანა, რომლითაც ის მერიას 4 ოქტომბერს დაგეგმილი ყრილობისთვის ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონის დათმობას სთხოვს.
როგორც ბურჭულაძემ განმარტა, მათ სურთ, მოიწვიონ ყრილობა, რომელზეც ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს რა მომავალი უნდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.