ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მაიკლ მაკკოლი - მთავრობის კორუმპირებული მარიონეტების ოსტატის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ გაფართოებული, მნიშვნელოვანი სანქციები დიდი ხანია საჭიროა

მაიკლ მაკკოლი - მთავრობის კორუმპირებული მარიონეტების ოსტატის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ გაფართოებული, მნიშვნელოვანი სანქციები დიდი ხანია საჭიროა

ქართველი მაღალი თანამდებობის პირების, მათ შორის მთავრობის კორუმპირებული მარიონეტების ოსტატის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ გაფართოებული, მნიშვნელოვანი სანქციები დიდი ხანია საჭიროა, - ამის შესახებ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკლ მაკკოლი (რესპუბლიკური პარტია) სოციალურ ქსელში წერს.
„ქართველი მაღალი თანამდებობის პირების, მათ შორის მთავრობის კორუმპირებული მარიონეტების ოსტატის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ გაფართოებული, მნიშვნელოვანი სანქციები დიდი ხანია საჭიროა. ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციამ დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს ზომები, რათა ამ აქტორებს პასუხისმგებლობა დაეკისროთ ქართველი ხალხის ჩაგვრისა და მათი უფლებებისა და სურვილების დაცვაზე უარის თქმის გამო“, - წერს კონგრესმენი მაიკლ მაკკოლი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.