: აგერ ,,ქართული ოცნების” 3 ლიდერზე დავწერ ახლა სიმართლეს და თუ ეს ტყუილია მიჩივლონ სასამართლოში

,,ქართული მარშის” ლიდერი, ფოტოს აქვეყნებს და წერს:

,,როგორც ვიცი დღეს -ში დღეს შეიქმნა მონიტორინგის სამმართველო,რომელიც გააკონტროლებს უხამსობას და ცილისწამებას!!!

კი ბატონო – ძალიან კარგი !!!

აგერ ქართული ოცნების 3 ლიდერზე დავწერ ახლა სიმართლეს და თუ ეს ტყუილია მიჩივლონ სასამართლოში

სასამართლო მათ სასამართლოდ გადაიქცევა და საჯაროდ გასამართლდებიან ეს მანქურთები

მე კი პირობას ვდებ, რომ მთელი საქართველოს , მთელი მსოფლიოს დასანახად დავამტკიცებ , რომ ხელისუფლების ზოგიერთი წევრი არის ხუნტის ჯალათი , პრეზიდენტის მკვლელობის თანამონაწილეები და სამშობლოს მოღალატეები !!!

ამას დავამატოთ, რომ ამ მანქურთებმა ჩააბარეს მტერს-ოკუპანტს , შემდეგ თავად ეს ოკუპანტი(ადმირალ ბალტინის ჯარები) მოიწვიეს საქართველოში და რუსებს ახოცინეს ქართველი პატრიოტები

მაშ ასე – ჯერ ამ 3 ოდიოზური პერსონაჟით დავიწყოთ და გაგრძელებები მრავლად იქნება :

1) გოგა ხაინდრავა არის პუტჩისტი,სამხედრო გადატრიალების ორგანიზატორი , მოღალატე და უიარაღო ადამიანების მკვლელი

2) არის ასევე პუტჩისტი , სამხედრო გადატრიალების ორგანიზატორი, უიარაღო მომიტინგეების დაცხრილვის შემოქმედი და ასევე სამშობლოს მოღალატე

3) თენგიზ შარმანაშვილი არის პუტჩისტი , სამხედრო ხუნტის წევრი და უკანონო ხელისუფლების წარმომადგენელი

ამ ხუნტის ჯალათებმა ტყვია ესროლეს კანონიერ ხელისუფლებას , რასაც მოჰყვა საუკუნის შემზარავი დანაშაული – კანონიერი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მკვლელობა !!!

თუ 1 სიტყვა მაინც ტყუილი დავწერე – მიჩივლონ სასამართლოში და თავისსავე სასამართლოში დავამტკიცებ , რომ ეს პერსონები არიან სამშობლოს ღალატის ორგანიზატორები !!!

და თუ ჩემს მიერ დაწერილი ტექსტი სრული სიმართლეა , მაშინ ვეკითხები პატივცემულ ხელისუფლებას – რა უნდა თქვენს რიგებში პუტჩისტებს,საქართველოს დამაქცევრებს და კრიმინალებს !?

რა უფლება აქვთ ხელისუფლებაში იყვნენ ის ხალხი , რომლებმაც ტყვია ესროლეს საქართველოს დამოუკიდებლობას და მოკლეს ეროვნული გმირი !?”