ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სანდროს 4 ქულა 2 წუთში - "სპურსმა" "ლეიკერსი" დიდი ანგარიშით დაამარცხა [VIDEO]

სანდროს 4 ქულა 2 წუთში - "სპურსმა" "ლეიკერსი" დიდი ანგარიშით დაამარცხა [VIDEO]

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის მორიგ ტურში "სან ანტონიო სპურსი" "ლოს ანჯელეს ლეიკერსს" ესტუმრა და 126:102 გაიმარჯვა.
აღნიშნული შეხვედრის ბოლო მეოთხედის უკანასკნელ წუთებზე, როდესაც "ტეხასელები" 19 ქულით იგებდნენ, მოედანზე სანდრო მამუკელაშვილი გამოჩნდა. ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე 2 წუთი გაატარა, რა დროშიც 4 ქულა და 1 მოხსნა მიითვალა.
"სპურსის" ლიდერმა ვიქტორ ვემბანიამამ 23 ქულა, 8 მოხსნა, 5 შედეგიანი პასი, 3 ჩაჭრა და 2 დაფარება დააგროვა.
"ლეიკერსიდან" ენტონი დევისმა თავი 30 ქულით, 13 მოხსნით, 2 ჩაჭრითა და 2 დაფარებით გამოიჩინა.
ამრიგად, "სპურსი" 19
მოგებითა და ამდენივე წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-10 ადგილს იკავებს, "ტეხასელები" მორიგ შეხვედრას 16 იანვარს, "მემფის გრიზლსის" წინააღდეგ გამართავენ.
"ლეიკერსი" 20 გამარჯვებითა და 17 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილზეა, "კალიფორნიელები" 16 იანვარს, "მაიამი ჰიტს" დაუპირისპირდებიან.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.