არქივი18 იანვარი, 2025, 10:25
შენგელიას სუპერმატჩი ევროლიგაში - თოკო "ბაიერნთან" MVP გახდა [VIDEO]
![შენგელიას სუპერმატჩი ევროლიგაში - თოკო "ბაიერნთან" MVP გახდა [VIDEO]](/wp-content/uploads/2025/01/36780a87d92dd433798dcc18bd40b744-rQGWDG.jpeg)
ევროლიგის მორიგ ტურში "ვირტუსი" "ბაიერნს" ესტუმრა და 82:72 დაამარცხა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე საქართველოს ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია გახდა.
ტრავმიდან ახლად დაბრუნებულმა თოკომ 28:08 წუთში 20 ქულა, 6 მოხსნა, 6 შედეგიანი პასი და 2 დაფარება მიითვალა.
"ბაიერნიდან" დევინ ბუკერმა 28:34 წუთში 21 ქულა, 8 მოხსნა და 2 ასისტი დააგროვა.
"ვირტუსი" ევროლიგაში 7 მოგებითა და 15 მარცხით მე-16 ადგილს იკავებს და მორიგ შეხვედრას 20 იანვარს იტალიის ჩემპიონატში "კრემონას" წინააღმდეგ გამართავს.
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.