ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სამ დღეში, საქართველოში "ახალი წლის დღეები" დაიწყება - რეგიონებში ბოლო მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს

ზუსტად სამ დღეში, საქართველოში "ახალი წლის დღეები" დაიწყება. რეგიონებში ბოლო მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. სპეციალურად ამ დღისთვის, მომზადდა მუსიკალური კლიპიც, რომელიც ახალი წლის დღეების მთავარი საუნდტრეკია.
საშობაო ბაზრობა, გამოფენა-გაყიდვები, საბავშვო და გასართობი სივრცეები- ყველაფერი რაც დღესასწაულთან კავშირშია, ერთ სივრცეში მოიყრის თავს. გაიმართება მუსიკალური საღამოებიც, რომელიც ფეიერვერკით დასრულდება.
პრემიერის ინიციატივით, ყველა რეგიონს განახლებული ილუმინაციები უკვე გადაეცა. დეკორაციები ქალაქის ცენტრალურ ქუჩებსა და პარკებშია მოწყობილი.
"ახალი წლის დღეები" საქართველოში მესამე წელია ტარდება. ორგანიზატორების თქმით, წლევანდელი ღონისძიება კიდევ უფრო განსხვავებული იქნება. ტრადიციულ საშობაო ბაზრობაზე მონაწილეობის მიღება მეწარმეებსაც შეეძლებათ, რომლებიც სტუმრებს საკუთარ პროდუქციას შესთავაზებენ.
ღონისძიება საქართველოს 63-ვე მუნიციპალიტეტსა და დაბა ბაკურიანში, 23 დეკემბრიდან 13 იანვრის ჩათვლით გაიმართება.

არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.