ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ახალი წლის დღეები საქართველოში - ღონისძიებები, ქვეყნის მასშტაბით, 63 ქალაქში სტარტს ორ დღეში აიღებს

ახალი წლის მოახლოება უკვე საქართველოს ყველა რეგიონში იგრძნობა. ღონისძიებები, ქვეყნის მასშტაბით, 63 ქალაქში სტარტს ორ დღეში აიღებს. 2024 წლის მოახლოებას ზეიმობს სამეგრელო. დღეს აინთო ჩხოროწყუს მთავარი ნაძვის ხეც.
საახალწლო ზეიმი დაიწყო ვანშიც. ქალაქში დამონტაჟებულია ილუმინაციები, რომელიც, მთავრობის ინიციატივით, მუნიციპალიტეტებს გადაეცა. მომღერლები, ადგილობრივ შემსრულებლებთან ერთად, სტუმრებს საახალწლო განწყობას 28 დეკემბერს შეუქმნიან.
დასავლეთის მსგავსად, სტუმრების ელოდება კახეთიც. საშობაო ბაზრობები, გამოფენა გაყიდვა, გასართობი სივრცეები, სპეციალურად მოწყობილი ინსტალაციები ყველა ასაკისა და კატეგორიის ადამიანზეა გათვლილი.
საახალწლო ღონისძიებები მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით იმართება. ცოცხალი მუსიკა, ბენდები და 500-ზე მეტი ცნობილი შემსრულებელი მსმენელის საყვარელ სიმღერებს შეასრულებს.
ღონისძიება საქართველოს 63-ვე მუნიციპალიტეტსა და დაბა ბაკურიანში 23 დეკემბრიდან 13 იანვრის ჩათვლით გაიმართება.

არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.