ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სამხრეთ კორეის პოლიციამ პრეზიდენტის წინააღმდეგ გამოძიება შესაძლოა აჯანყების მუხლით დაიწყოს

სამხრეთ კორეის პოლიციამ პრეზიდენტის წინააღმდეგ გამოძიება შესაძლოა აჯანყების მუხლით დაიწყოს

სამხრეთ კორეის პოლიციამ პრეზიდენტ იუნ სუკ იოლის მიერ საომარი მდგომარეობის გამოცხადების გამო გამოძიება შესაძლო აჯანყებასთან დაკავშირებით დაიწყო, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც ოპოზიციამ შეიტანა საჩივარი იუნისა და ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებში მონაწილე სხვა საკვანძო ფიგურების წინააღმდეგ.
BBC-ი წერს, რომ აჯანყება არის დანაშაული, რომელიც პრეზიდენტის იმუნიტეტს აღემატება და შეიძლება სიკვდილით დასჯაც გაითვალისწინოს.
შეგახსენებთ, სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა, იუნ სუკ იოლმა ორი დღის წინ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა და მიზეზად „კონსტიტუციური წესრიგისა და თავისუფალი სამხრეთ კორეის ჩრდილოეთ კორეის კომუნისტური ძალების საფრთხისგან დაცვა“ დაასახელა. საომარი მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელი პოლიციამ დაბლოკა, სამართალდამცველებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა. მთავრობამ რამდენიმე საათის შემდეგ საომარი მდგომარეობა გააუქმა. ქვეყნის მთავარი ოპოზიციური პარტია პრეზიდენტის გადადგომას ითხოვს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.