ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სამხრეთ კორეაში ოპოზიციის ლიდერი დაჭრეს

სამხრეთ კორეაში, საჯარო ღონისძიების დროს, მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე დაჭრეს. როგორც BBC წერს, ლი ჩჟე მენი ჟურნალისტების კითხვებს პასუხობდა, როდესაც 60 წელს გადაცილებული კაცი მიუახლოვდა და, მოულოდნელად, ყელის არეში, დანით, ჭრილობა მიაყენა.
პარტია "ტობუროს" თავმჯდომარე საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების თქმით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
თავდამსხმელი ადგილზე დააკავეს. დანაშაულის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.

არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.